ზურაბიშვილი: ხელს მოვაწერ რეფერენდუმს- გვინდა ევროპული მომავალი თუ გვინდა რუსული მონობა?

“ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით. მაგრამ დავიწყოთ საქმით. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი. ანუ ეს ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ, მოიტანოთ ჩემთან და მოვაწერ ხელს რეფერენდუმს. გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობა? 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ ყველანი ერთად. 84 კაცი არავინ არ არის იმასთან შედარებით თუ დღეს ვინც ხართ აქ. ახალი საქართველო, მომავლის საქართველო.
მეორე მთავარი საქმე: თქვენ ვინც აქ ხართ, ახალგაზრდები, როცა უკვე მოაგვარებთ ხელმოწერების შეგროვებას და მოიტანთ ჩემთან, თქვენი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ თქვენ დაიცვათ ყველგან, სადაც საჭირო იქნება. იმიტომ, რომ თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და ჩვენი დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა კიდევ, მინიმუმ, არის ის, რაც გადაწყვეტს არჩევნებს 26 ოქტომბერს. და მე ამ დროს, იმას მივხედავ, რომ ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მეგობრები – იმიტომ, რომ ზოგმა ვერ გაიგო ვინაა მეგობარი და ვინ არის საუკუნოვანი მტერი ამ ქვეყნის – ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდში იქნებიან. შეიძლება ვიღაცები – ის ორჯონიკიძეები – დაასანქცირონ, მაგრამ არ ასანქცირებენ ქვეყანას. იმიტომ, რომ ქვეყანამ დღეს გამოაჩინა, ვინ არის, რა არის, სად არის, და ეს არის ჩვენი მომავალი. 26 ოქტომბერი ყველამ ერთად უნდა მოვამზადოთ. მე ვარ თქვენს გვერდში. მე ვარ თქვენ და თქვენა ხართ მე”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იმ მოქალაქეებისადმი მიმართვისას, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს მმართველი გუნდის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა დღეს მმართველმა პარტიამ მისი ვეტო დაძლია. პრეზიდენტს არ შეუძლია კანონს ვეტო მეორედ დაადოს, ამიტომ თუ ხელმოსაწერად გადაგზავნილ კანონს ხელს არ მოაწერს, ის კანონად პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით იქცევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა

მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას ასახელებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ “სახალხო პარლამენტის” ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა