განვიხილავთ ყველა ვარიანტს – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები.
ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს EU-ში გაწევრიანება. მაგრამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას ხელახლა აღასრულოს ევროკავშირის მისწრაფებები,“ – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.