ირანი ნავთობის წარმოების გაზრდას გეგმავს

ირანის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ნავთობის წარმოების გაზრდას გეგმავს. როგორც ცნობილია, სამთავრობო განკარგულება ნედლი ნავთობის დღიური წარმოების 3.6 მილიონი ბარელიდან 4 მილიონ ბარელამდე გაზრდას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას english.news-ი ავრცელებს.
ირანი OPEC-ის წევრი სახელმწიფოა, რომელიც მსოფლიოს უდიდეს სანავთობო რეზერვებს ფლობს. ენერგომოპოვების დაჩქარებით ირანს საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდა სურს, მის მიერ წარმოებული ნავთობი კი, ძირითადად, აზიის ბაზარზე იყიდება, რადგან დასავლური სახელმწიფოები -ის სანქცირებული საქონლის შესყიდვას ერიდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ