„ქართული ოცნების” დეპუტატები რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას ტაშით შეეგებნენ.…


პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და რუსული კანონი მიიღო. კანონს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. „გირჩის“ 4 წევრი წინააღმდეგი იყო.

კენჭისყრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა , რომელიც ამ კანონის ერთ-ერთი ავტორია.

ბარვენაშვილი გიორგი
ბენაშვილი გია
ბერაია ირაკლი (დაჩი)
ბერაძე რიმა
ბითაძე მაია
ბოლქვაძე ანზორ
ბოლქვაძე ელისო
ბოჭორიშვილი მაკა
გოცირიძე ელგუჯა
დავითულაინი ბექა
ალექსანდრე დალაქიშვილი
ზაურ დარგალი
ისკო დასენი
ზაალ დუგლაძე
ავთანდილ ენუქიძე
გოჩა ენუქიძე



არჩილ თალაკვაძე
ედიშერ თოლორაია
ფრიდონ ინჯია
რატი იონათამიშვილი
დავით კაჭარავა
ლადო კახაძე
გიორგი კახიანი
კახი კახიშვილი
პაატა კვიჟინაძე
ბაია კვიციანი
ირაკლი კირცხალია
სუმბატ კიურეღიანი
ლევან კობიაშვილი
რესან კონცელიძე
მარიამ ლაშხი
ზაზა ლომინაძე
დავით მათიკაშვილი
სამველ მანუკიანი
ლევან მაჭავარიანი
გურამ მაჭარაშვილი
ლევან მგალობლიშვილი
ირაკლი მეზურნიშვილი
გოგი მეშველიანი
ირაკლი მეძმარიაშვილი
სავალან მირზოევი
გივი მიქანაძე
ზაალ მიქელაძე
იმედა ნიკურაძე
ანტონ ობოლაშვილი

ანრი ოხანაშვილი

გელა სამხარაული
დიმიტრი სამხარაძე
ვიქტორ სანიკიძე
ეკა სეფაშვილი
დავით სონღულაშვილი
გიორგი სოსიაშვილი
სოზარ სუბარი
ალექსანდრე ტაბატაძე
ნოდარ ტურძელაძე
ირაკლი ქადაგიშვილი
ლევან ქარუმიძე
მერაბ ქვარაია
სალომე ქურასბედიანი


თენგიზ შარმანაშვილი
ირაკლი შატაკიშვილი
გიორგი ჩაკვეტაძე
გოდერძი ჩანქსელიანი
ქეთევან ჩარკვიანი
ვასილ ჩიგოგიძე
გიორგი ცაგარეიშვილი
ბეჟან წაქაძე
ნინო წილოსანი
ხატია წილოსანი
გრეტა წიწავა
შოთა ხაბარელი
გიორგი ხახუბია

ვიქტორ ჯაფარიძე
სალომე ჯინჯოლავა
გივი ჭიჭინაძე
ნიკოლოზ სამხარაძე
კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ ხელს კვლავ არ მოაწერს, კანონზე ხელის მოწერა შეეძლება პარლამენტის თავმჯდომარეს. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონს ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს, კანონი ძალაში შევა.

კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მაქსიმუმ 3 თვეში, სუბიექტები, რომლებსაც 2023 წლის მონაცემებით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსება აქვს, ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა – გამოიწვევს 25 000 ლარით დაჯარიმებას;

სააგენტოსთვის განაცხადის წარდგენის შეუსრულებლობა, განაცხადსა და დეკლარაციაში ხარვეზის გამოსწორებისთვის ვადის დარღვევა – 10 000 ლარით დაჯარიმდება.

ერთი თვის ვადაში იგივე ქმედების ჩადენა 20 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (მათ შორის, საიდუმლო, პერსონალური, კომერციული თუ პროფესიული ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას