ესპანეთის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა პალესტინის სახელმწიფო. მედიის ცნობით, ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მიერ ეროვნულ სატელევიზიო მიმართვაში გაკეთებული განცხადება, რომ ესპანეთი შეუერთდებოდა „140-ზე მეტ ქვეყანას, რომლებიც უკვე აღიარებენ პალესტინას“. სანჩესმა აღნიშნა: „ეს არის ერთადერთი გზა იმ გადაწყვეტის განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენ ყველა ვაღიარებთ, როგორც ერთადერთს, რომლითაც შესაძლებელია, მივაღწიოთ მშვიდობას“.
