ცხრა წლის უოლტერ კოლინზი 1928 წლის 10 მარტს კალიფორნიაში გაუჩინარდა. იმ დღეს ბიჭი ადგილობრივ კინო-თეატრში მარტო წავიდა. პოლიცია ეჭვობდა, რომ საქმეში ბავშვის მამის მტრები ფიგურირებდნენ და ბავშვი შურისძიების მოტივით გაიტაცეს. უოლტერის მამა ციხეში იჯდა, თაღლითობასა და ძარცვაში იყო მხილებული და უამრავი ადამიანი ჰყავდა გადაკიდებული. პოლიცია ვარაუდობდა, რომ შესაძლოა, პატარა ბიჭი მოეკლათ. მიმდებარე პერიმეტრი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს, დაათვალიერეს ტბები, მაგრამ ბავშვის ცხედარი ვერსად ნახეს.
უოლტერ კოლინზის სამძებრო სამუშაოებში, ფაქტობრივად, მთელი ქვეყანა ჩაერთო. რამდენიმე თვე ბავშვს უშედეგოდ ეძებდნენ.
სიტუაცია თანდათან იძაბებოდა, როცა ილინოისში მოულოდნელად გამოჩნდა ბიჭი, რომელიც ამბობდა, რომ უოლტერ კოლინზი იყო. დედამ, კრისტინ კოლინზმა, ფული თავად გადაიხადა, რომ ის ლოს-ანჯელესში ჩამოეყვანათ.
თუმცა, ის უოლტერი არ იყო… პოლიციამ წარმატებული ოპერაციის ჩაშლა არ ისურვა. ამიტომ დედის დარწმუნება დაიწყო. ურჩიეს, რომ ბავშვი სახლში წაეყვანა და რამდენიმე კვირის შემდეგ გადაეწყვიტათ, რა გაეკეთებინათ. კრისტინიც დასთანხმდა. თუმცა სამი კვირის შემდეგ, დედა ისევ ამტკიცებდა, რომ ის მისი შვილი არ იყო. მას უკვე აღარავინ უსმენდა. პოლიციას სურდა ეს საქმე როგორმე დაეხურა. ამიტომაც, ჯერ განაცხადეს, რომ კრისტინს ბავშვის გარეშე გატარებული პერიოდი ენატრებოდა და შეგნებულად ცდილობდა ბავშვისგან გათავისუფლებას. შემდეგ კი ქალს ფსიქიკურად გაუწონასწორობლობა დასწამეს, თითქოს ვეღარ ცნობდა თავის შვილს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტეს.
საბოლოოდ ბავშვმა, რომელიც თავს უოლტერად ასაღებდა, აღიარა, რომ იცრუა. როგორც გაირკვა, ბავშვს სინამდვილეში არტურ ჯეიკობ ჰატჩინსი ერქვა და 12 წლის იყო. ჰატჩინსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა მოულოდნელად სახლიდან გაიქცა. მას ჰოლივუდში მოხვედრა და საყვარელი მსახიობის გაცნობა სურდა, ამიტომაც ეს ამბავი მოიგონა. თანაც, დაკარგულ ბიჭს საოცრად ჰგავდა. შემთხვევით ისარგებლა და ოცნების ქალაქში, კალიფორნიაში, მოხვდა.
დაახლოებით იმავე დროს, როდესაც სიმართლე არტურის შესახებ ირკვეოდა, პოლიციამ კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთა რანჩოზე ლოს-ანჯელესში. კაცი, სახელად გორდონ სტიუარტ ნორთკოტი, იტაცებდა და კლავდა ახალგაზრდა ბიჭებს – და უოლტერი შესაძლოა მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ყოფილიყო.
1926 წლიდან გორდონ სტიუარტ ნორთკოტმა დაიწყო მამრობითი სქესის ბავშვების გატაცება, მათი გაუპატიურება ცულით დახოცა ისინი. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ძალადობდა ახალგაზრდა ბიჭებზე, რადგან „უყვარდა ისინი“.
ის მხოლოდ 1928 წლის სექტემბერში დაიჭირეს, როდესაც მისი ბიძაშვილი დაუკავშირდა პლიციას და უთხრა, რომ ნორთკოტმა მოიტაცა მისი თინეიჯერი ძმა და ძალადობდა მასზე. როდესაც დეტექტივები მივიდნენ ნორთკოტის საკუთრებაში, მათ აღმოაჩინეს საშინელი სიმართლე მკვლელობების შესახებ.
რანჩოზე გამომძიებლებმა იპოვეს ახალგაზრდა ბიჭების მიმოფანტული ძვლის ფრაგმენტები და ცულები სისხლით და ადამიანის თმებით. გავრცელებული ინფორმაციით, ნორთკოტმა სიტყვიერად აღიარა, რომ მან მოკლა ხუთი ბიჭი, მათ შორის უოლტერ კოლინზი. მან აღიარა, რომ იტაცებდა ბიჭებს მათ გასაუპატიურებლად, კლავდა, როცა მობეზრდებოდა, შემდეგ კი ცოცხალ კირს იყენებდა მათი ნაშთების გადასატანად.
მან ეს ყველაფერი გააკეთა, მისი თქმით, დედის, სარას დახმარებით – რომელთანაც ასევე ამტკიცებდა, რომ ინცესტური ურთიერთობა ჰქონდა.
თუმცა, როდესაც ოფიციალური აღიარების დაწერის დრო მოვიდა, ნორთკოტმა შეცვალა თავისი ჩვენება და თქვა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი მოკლა, მექსიკელი ბიჭი, სახელად ალვინ გოთეა. ამის შემდეგ სარა ნორთკოტი გამოვიდა საკუთარი ისტორიით.
რა ბედი ეწია უოლტერ კოლინზს?
სარა ლუის ნორთკოტმა საბოლოოდ აღიარა, რომ ის იყო ის ვინც მოკლა უოლტერ კოლინზი. მან ნაჯახით სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ბიჭს და დამარხა ქათმის ბუჩქთან. ბიჭის მკვლელობისთვის მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ამასობაში გორდონ სტიუარტ ნორთკოტი დამნაშავედ ცნეს 1929 წლის თებერვალში ძმების ვინსლოუს და კიდევ ერთი უსახელო მსხვერპლის მკვლელობაში. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და ჩამოახრჩვეს 1930 წლის 2 ოქტომბერს.
დღემდე არავინ იცის, რა დაემართა უოლტერ კოლინზს. მიუხედავად იმისა, რომ სარა ნორთკოტი მის მკვლელობაში იყო ნასამართლევი, პოლიციამ ვერ იპოვა რაიმე რეალური მტკიცებულება იმისა, რომ ბიჭი ოდესმე რანჩოზეც კი ყოფილა.
შესაძლოა ის მამამისის ციხის ერთ-ერთმა მტერმა გაიტაცა. მისი სხეული შესაძლოა გორდონ სტიუარტ ნორთკოტის რანჩოზე იყო დაფარული კირით, რომელიც აღარ ჩანდა. ან იქნებ ის საერთოდ არასოდეს მოუკლავთ. როგორიც არ უნდა იყოს სიმართლე, უოლტერ კოლინზის ისტორია დღემდე ამოუხსნელია.