ალექსანდრ ვუჩიჩი – არ მაქვს უფლება, პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ისევ ვიყარო, კონსტიტუციის შეცვლა აზრადაც არ მომსვლია, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო, მე დიქტატორი არ ვარ

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„არჩევნები კანონით დადგენილ საბოლოო ვადამდე ადრე ჩატარდება. ვნახავთ, რას იტყვის ხალხი. არჩევნები აუცილებლად იქნება. მე პოლიტიკური ვეტერანი ვარ და არ მაქვს უფლება, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭი ისევ ვიყარო. კონსტიტუციის შეცვლა აზრადაც კი არ მომსვლია, რომ ძალაუფლება შევინარჩუნო. მე დიქტატორი არ ვარ. ჩემი საპრეზიდენტო კარიერა წელიწად-ნახევარში დასრულდება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა.
ცნობისთვის, ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს და არჩევნებში მეორედ 2022 წელს გაიმარჯვა.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მხოლოდ ორი ვადით არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის