დასავლეთ სანაპიროზე, ციხესთან, სადაც მძევლების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, 39 პალესტინელის გათავისუფლებას ელიან, დიდი რაოდენობით პალესტინელია შეკრებილი. შეკრებილთა შორის გასათავისუფლებელი პირების ოჯახის წევრებიც არიან.
როგორც CNN იუწყება, ადგილზე მისულ პალესტინელებსა და ისრაელის სამხედროებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა, რა დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ამასთან, როგორც BBC განმარტავს, ადგილზე ისმის შეძახილები: „სად არიან პატიმრები”?
BBC-ის განმარტებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ პალესტინელების გათავისუფლება შეხლა-შემოხლის გამო დროებით გადაიდო.