Frontex-ი ფინეთს საზღვრის დაცვაში დაეხმარება

საზღვრების დაცვის ევროპული სააგენტო – Fontex-ი აპირებს, ფინეთში გაგზავნოს 50 მესაზღვრე და სხვა თანამშრომლები, ამ ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მას შემდეგ, რაც გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, რომლებიც დან კვეთენ საზღვარს.
ამ ტალღამ უკვე აიძულა ფინეთი, დაეხურა თითქმის ყველა სასაზღვრო- პუნქტი რუსეთთან თავისი 1340 კილომეტრიანი საზღვრის გაყოლებაზე.
Yle-ის ცნობით, დახურვის წინ, 23 ნოემბერს, ვარტიუსისა და სალას გადასასვლელებზე თავშესაფარი 100-მდე ადამიანმა ითხოვა; ესენი იყვნენ ეგვიპტის, ერითრეის, ეთიოპიის, იემენის, მაროკოს, ს, სომალის, სუდანისა და სირიის მოქალაქეები.
ღია დარჩება მხოლოდ ერთი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი – “რაია-იოსეეპიი” (რუსეთის მხრიდან – “ლოტა”). ის მდებარეობს ჩრდილოეთით, მურმანსკიდან 240 კილომეტრში. ჯერჯერობით, მესაზღვრეების თქმით, იქ სიმშვიდეა, მაგრამ ფინეთის ხელისუფლება მიგრანტების ტალღისთვი ემზადება.
Frontex-ის 23 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვრის გამაგრებისთვის აპირებს მნიშვნელოვანი ძალები გაგზავნოს ადგილზე. სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირას, 29 ნოემბერს ფინეთში ჩავა ჯგუფი, რომელიც დაემატება უკვე იქ მყოფ 10-კაციან მისიას.
დამატებითი ჯგუფში შედიან სასაზღვრო მეთვალყურეობის ოფიცრები, მიგრანტთა რეგისტრაციის სპეციალისტები, დოკუმენტების ექსპერტები და თარჯიმნები, განაცხადა Frontex-მა.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე ვითარება გავლენას ახდენს მთელი ევროკავშირის უსაფრთხოებაზე და ნათქვამია, რომ Frontex-ის ჩართვა გულისხმობს ჰუმანიტარულ მხარეს, განსაკუთრებით მკაცრ კლიმატური პირობებში, რისთვისაც ჩასულები მომზადებული არ არიან.
ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ათასი უცხოელი ცდილობდა რუსეთიდან ფინეთში ჩასვლას საჭირო დოკუმენტების გარეშე.