რუსეთი ჩინეთის დახმარებით ყირიმთან დამაკავშირებელ წყალქვეშა გვირაბს ააშენებს – WP

რუსი და ჩინელი ბიზნესმენები ფარულ დისკუსიებს მართავენ წყალქვეშა გვირაბის აშენების გეგმებზე, რომელიც რუსეთს ოკუპირებულ ყირიმთან დააკავშირებს. ისინი იმედოვნებენ, რომ შექმნიან სატრანსპორტო მარშრუტს, რომელიც დაცული იქნება უკრაინის თავდასხმებისგან, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელექტრონული წერილები ანონიმურმა უკრაინელმა პირებმა მოიპოვეს და Washington Post-ს გადასცეს. მედიის ცნობით, შეტყობინებები ყალბი არ არის და ეყრდნობა კომპანიის რეგისტრაციის დოკუმენტებს, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთმა და ჩინეთმა ყირიმში დააფუძნა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოლაპარაკებები ხაზს უსვამს ს გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს კონტროლი ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე.
ამერიკელი ოფიციალური პირებისა და ინჟინერიის ექსპერტების აზრით, არსებული ხიდის გვერდით გვირაბის მშენებლობით უზარმაზარ დაბრკოლებებს წააწყდებიან. მათ აღნიშნეს, რომ ამ მასშტაბის სამუშაო, რომელიც სავარაუდოდ მილიარდობით დოლარი დაჯდება და წლები დასჭირდება, არასდროს განხორციელებულა საომარ ზონაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან