ისრაელმა ესპანეთისა და ბელგიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა, პრემიერ-მინისტრ ს დავალებით, ესპანეთისა და ბელგიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა.
ს მთავრობის აღშფოთება გამოიწვია ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს მიერ, რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელშიც ორი ქვეყნის ლიდერებმა ღაზის მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლელობა დაგმეს.
პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ ღაზას სექტორში მოქმედი დროებით ზავი არაა საკმარის და საჭიროა მუდმივი ზავი.
ელი კოენმა სანჩესისა და დე კროოს განცხადებას მცდარი უწოდა და ორი ქვეყნის ლიდერი ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვგმობთ ესპანეთისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრების განცხადებებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს. ისრაელი მოქმედებს საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ებრძვის მკვლელ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელიც უფრო უარესია, ვიდრე ISIS-ი, რომელიც სჩადის ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს. ჩვენ განვაახლებთ ბრძოლას ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ღაზას სექტორში ჰამასის სრულ განადგურებამდე და ყველა გატაცებულის გათავისუფლებამდე“, – აცხადებს ელი კოენი.

ასევე დაგაინტერესებთ

ილია დარჩიაშვილი – სასიხარულო ამბავია, რომ ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები სავიზო შეზღუდვების გარეშე იმოგზაურებენ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან