დემჩენკოს ფავორიტი – ევროტურნირებამდე ბათუმის “დინამო” უკრაინელი მეკარით აპირებს გაძლიერებას

Sport.ua-ს ინფორმაციით, ს “დინამოს” “მინაის” 21 წლის უკრაინელი გოლკიპერის, ოლექსანდრ კემკინის დამატება სურს.
ახალგაზრდა კარის დარაჯის მიწვევა პირადად საქართველოს ჩემპიონი გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოლექსანდრ დემჩენკოს სურვილია, რომელიც კიპერს ზაპოროჟიეს “მეტალურგის” სისტემიდან იცნობს.
კემკინი სწორედ “მეტალურგის” აღზრდილია, შემდეგ დონეცკის “შახტარში” ირიცხებოდა, ბოლო სეზონი კი “მინაიში” გაატარა, რომელიც უკრაინის პრემიერლიგიდან გავარდა.