„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 5 მლნ კუბ.მ ბუნებრივ გაზს ყიდის

„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ საქართველოში მოპოვებული გაზის ნაწილს ყიდის. კორპორაციამ აუქციონზე 5 მლნ კუბ.მეტრი გაზი გამოიტანა.
ვაჭრობისას, რომელიც 10 ივნისს უნდა გაიმართოს, ბუნებრივი გაზის საწყისი ფასი 1000 მ3 -ზე 627.16 ლარია (დღგ-ს გარეშე). სააუქციონო ვაჭრობა კი, იწყება საწყისი ფასით და გრძელდება „საწყისი ფასის“ 5.45 ლარის ბიჯით გაზრდის პრინციპით.
გაზის მყიდველისათვის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან მოპოვების დინამიკასა და ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. ბუნებრივი გაზის მიწოდება განხორციელდება „ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში ან მყიდველისათვის 5 000 000 მ3 მიწოდებამდე, რომელი მოვლენაც უფრო ადრე დადგება.