„რუსეთი სუვერენიტეტს რატომ გვართმევს? სად ერევა რუსეთი?“ – ბეჟან წაქაძე

„ან უნდა იყოს ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ან რაღაც ფოჩიანი კანფეტები. რატომ გვართმევს [სუვერენიტეტს]? სად ერევა რუსეთი? გვართმევს ის ადამიანი, ვინც ერევა ჩვენს საქმეში და ვინ ერევა, ხედავთ. […] ბიზნესმენი იქნება, თუ დეპუტატი, მის საქმიანობაზე როგორ აისახება, ეს მეორეხარისხოვანია. ქვეყანაზე დადებითად აისახება. [სუვერენიტეტის წართმევას] ცდილობს ყველა ის ადამიანი დასავლეთიდან, ვინც ამას აკრიტიკებს“ – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბეჟან წაქაძე მთავარ არხთან.