ევროკავშირმა რუსეთში სათვალთვალო აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთში სათვალთვალო აღჭურვილობის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა. ამის შესახებ ნათქვამია საბჭოს კომუნიკეში.
ახალი სანქციების რეჟიმი აწესებს სავაჭრო შეზღუდვებს იმ აღჭურვილობის ექსპორტზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს შიდა რეპრესიებისთვის, ასევე იკრძალება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კომუნიკაციების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიების ექსპორტი.
ამავდროულად, საბჭომ „დაადგინა ახალი სამართლებრივი ჩარჩო შემაკავებელი ზომები იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციის რეპრესიებზე და რუსეთში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვაზე“.
ახალი სანქციების სიაში შედის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახური (FSIN) და 19 პირი, კერძოდ, რუსი მოსამართლეები, პროკურორები და გამომძიებლები.