პარლამენტთან ზაზა სარალიძე მივიდა, რომელიც უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრას ითხოვს

პარ­ლა­მენ­ტთან, სა­დაც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მამა, ზაზა სა­რა­ლი­ძე მი­ვი­და.
მისი გან­მარ­ტე­ბით, ის უშუ­ა­ლოდ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და გან­ცხა­დე­ბის და­წე­რას ითხოვს, თუმ­ცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა.
რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, გან­ცხა­დე­ბა, რის და­წე­რა­საც ითხოვს, “ყვე­ლა­ფერ­ზე სა­უ­ბარს მო­ი­ცავს, მათ შო­რის აღ­ნიშ­ნულ კა­ნონ­ზე”.
“გა­მო­მა­წო­დონ ბლან­კი, რომ გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რო. მინ­და, ნე­ბის­მი­ე­რი დე­პუ­ტა­ტის ნახ­ვა, მდი­ნა­რა­ძე იქ­ნე­ბა, თა­ლაკ­ვა­ძე, თუ სხვა. შეხ­ვედ­რა მინ­და, ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა ვე­სა­უბ­რო, ამ კა­ნონ­თა­ნაც და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ბევ­რი რამ მაქვს სათ­ქმე­ლი.
მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თუ არ არი­ან ესე­ნი, ვის­თვის არი­ან, შვი­ლი მო­მიკ­ლეს და ფე­ხებ­ზე და­მი­კი­დეს. გან­ცხა­დე­ბას ვი­თხოვ, მეტს არა­ფერს”, – გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ.
პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან პო­ლი­ცია დგას, რო­მელ­მაც სა­რა­ლი­ძეს სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.