უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრომ 28 მაისს გააფორმეს ათწლიანი, ორმხრივი ხელშეკრულება უსაფრთხოების სფეროში.
ხელშეკრულება ითვალისწინებს სულ მცირე 977 მილიონ ევროს, რომელსაც ბელგია სამხედრო დახმარების სახით მიაწვდის უკრაინას მიმდინარე წელს, – წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ხელშეკრულების თანახმად, ბელგია უკრაინას 2028 წლამდე მიაწვდის F-16 ტიპის 30 საბრძოლო თვითმფრინავს, რომელთაგან პირველი უკვე მიმდინარე წელს ჩავა უკრაინაში.
ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰადია ლაჰბიბმა მანამდე იმედი გამოთქვა, რომ მიწოდების პროცესი ამ წლის ბოლოს დაიწყება.