ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიმდინარე ომი ევროპაში ისლამისტების თავდასხმების რისკს ზრდის – Reuters

ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ისრაელსა და „ჰამასს” შორის მიმდინარე ომის შედეგად ევროპაში რადიკალი ისლამისტების თავდასხმების საფრთხე იმატებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
უსაფრთხოების სამსახურების ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე, სავარაუდოდ, იქნება „მარტოხელა მგლების“ თავდასხმები – რადიკალური თავდამსხმელები, რომლებიც ხშირად მოქმედებენ ონლაინ რეჟიმში, მაგრამ ოფიციალურად არ არიან დაკავშირებული უფრო ჩამოყალიბებულ ჯგუფებთან.
უსაფრთხოების საფრთხის სიმძიმე შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ რამდენ ხანს განაგრძობს შეტევას ჰამასის წინააღმდეგ ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის საპასუხოდ, ისევე როგორც ღაზას სექტორისთვის მიყენებული ზიანის დონეზე.
უსაფრთხოების უწყების წარმომადგენლების თქმით, პოტენციური სამიზნეები მოიცავს საშობაო ბაზრებს, რომლებიც მალე გაიხსნება. 2016 წელს ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
თავდასხმების მოტივი შეიძლება იყოს, ის რომ მათი აზრით ევროპულ მთავრობებს მეტი უნდა გაეკეთებინათ ისრაელის შესაკავებლად.
10-ზე მეტმა დაზვერვისა და პოლიციის მაღალჩინოსანმა ევროპის 5 ქვეყნიდან, მათ შორის ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტოს, რომ ისინი რადიკალ ისლამისტ მებრძოლებზე დაკვირვებასა და თვალთვალს ზრდიან.
Reuters-თან საუბრისას ევროპის უსაფრთხოებაზე მომუშავე მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ რადიკალი ისლამისტებისგან მომდინარე საფრთხეზე მუშაობა კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება, ისედაც შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც დან, ჩინეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.