„წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი საქართველოში კანონის ამოქმედების შემთხვევაში“ – ევროკავშირის საბჭო

წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი ე.წ. „რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
„საბჭო ინფორმირებული იყო საქართველოში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სულისკვეთებასა და პრინციპებს.
წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ივნისის საგარეო საქმეთა საბჭოზე შესაძლო გადაწყვეტილების მიღების მიზნით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.