Ryanair-ს რეკორდულ წლიური მოგება აქვს – CNBC

ბიუჯეტურმა გადამზიდავმა Ryanair-მა რეკორდულ წლიური მოგება გამოაცხადა. ამის შესახებ CNBC იუწყება
დუბლინში დაფუძნებულმა კომპანიამ განაცხადა, რომ მოგება გადასახადების შემდეგ მთელი წლის განმავლობაში 2024 წლის მარტამდე 34%-ით გაიზარდა და 1,92 მილიარდ ევრო (2,09 მილიარდი დოლარი) შეადგინა, ხოლო შემოსავალი 25%-ით წელიწადში 13,44 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.
ავიაკომპანია 184 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 23%-ით მეტია კოვიდამდელ მაჩვენებელთან შედარებით. გაზრდილმა ტრაფიკმა და უფრო მაღალმა ტარიფებმა ხელი შეუწყო Ryanair-ს, რომ მზარდი ხარჯების დაეძლია. ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯები 24%-ით გაიზარდა წელიწადში, ხოლო თვითმფრინავის საწვავის ხარჯები – 32%-ით.
Ryanair-მა ასევე გამოაცხადა 700 მილიონი ევროს აქციების გამოსყიდვის პროგრამის შესახებ, რომელიც ფინანსური დირექტორის ნილ სორაჰანის თქმით, „ძალიან ძლიერ” ბალანსს ასახავს.