28 მაისს, 11:00-ზე და 17:00 საათზე, პარლამენტთან ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართება

28 მაისს, 11:00-ზე და 17:00 საათზე, პარლამენტთან ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციები გაიმართება.
„ხვალ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. ყველა ის დეპუტატი, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მხარს უჭერს, ვეტოს დაძლევის წინააღმდეგ საკუთარ პოზიციასა და ქართველი ხალხის ინტერესს პარლამენტში დაიცავს.
ჩვენ ვიკრიბებით პარლამენტთან, რათა ჩვენი ხმა გარედან გავაგონოთ მათ, ვინც საქართველოს მომავლის დანგრევას ცდილობს. ხმამაღლა ვუთხრათ, რომ ქართველი ხალხი რუსული კანონით არ იცხოვრებს. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!,“ – წერენ აქციის ორგანიზატორები.
28 მაისს, 12:00 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც ე.წ. „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს