აპრილში ჩინეთიდან კაპიტალის გადინებამ უმაღლეს დონეს მიაღწია – Bloomberg

გასულ თვეში, ჩინეთიდან კაპიტალის გადინებამ მიაღწია უმაღლეს დონეს 2016 წლის დეკემბრის შემდეგ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ არახელსაყრელი გარემოა შექმნილი იუანისთვის სუსტი შიდა ეკონომიკისა და -ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის გაურკვევლობის გამო. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
გასულ თვეში ჩინურმა ბანკებმა 36,7 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა მიყიდეს თავის კლიენტებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებeლია 2016 წლის დეკემბრის შემდეგ.
ადგილობრივმა კომპანიებმა ბანკებიდან ყველაზე მეტი უცხოური ვალუტა 2016 წლის აპრილში იყიდეს. ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ექსპორტიორებმა შეაჩერეს დოლარის კონვერტაცია და რეზიდენტებმა უცხოური ვალუტა საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის შეიძინეს.
ეს ფაქტორები მიუთითებს იმას, რომ, აშშ-სთან შედარებით, ჩინეთის შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთები, ხელს უწყობს დოლარის გამყარებას.

ასევე დაგაინტერესებთ

„აქტიურად ვმუშაობთ, რათა საქართველოს ავიაბაზარი დივერსიფიცირებული იყოს და ყველა მიმართულებით გვქონდეს როგორც ავიარეისები, ასევე ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა“ – თამარ იოსელიანი

მიხეილ სარჯველაძემ და ირაკლი ლექვინაძემ, დაინტერესებულ პირებთან და სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდაცვის სექტორში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმდინარე პრაქტიკა და გამოწვევები განიხილეს