რუსეთი, ფინეთთან საზღვრის დასაცავად, აეროსტატებს იყენებს

ფინეთთან საზღვრის მონიტორინგის მიზნით, მოსკოვმა დიდი ზომის საფრენი აპარატების , აეროსტატების გამოყენება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას news.err-ი ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებები იუწყებიან, აეროსტატები, რომლებსაც ფიქსირებული ადგილმდებარეობა გააჩნიათ, -ფინეთის საზღვარს კარელიის რესპუბლიკაში აკონტროლებენ.
„საჰაერო ბურთს ჰაერში უწყვეტად დარჩენა რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია. სისტემა რადარულ და ვიდეო მეთვალყურეობას უზრუნველყოფს, – აცხადებს რუსული მედია, – საზღვრის დამრღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათზე თვალთვალი გაგრძელდება, მათი მარშრუტის შესახებ ინფორმაცია კი ონლაინ-რეჟიმში გადაიცემა“.