თბილისში პარკირებაზე დაწერილი ჯარიმების მოცულობა 5.9 მლნ ლარს გადაცდა

თბილისში პარკირებაზე იანვარ-აპრილში 5.9 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა დაიწერა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები, მიხედვით, მიმდინარე წლის ოთხ თვეში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 5 917 214 ლარი შევიდა (აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 4 801 294 ლარს შეადგენდა).
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აპრილში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 73.431 მლნ ლარი შევიდა.