თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს
„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ კითხვით მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა. თუმცა გიორგი მსხილაძე კითხვებს პასუხს არ სცემს და ამბობს, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შედის.
„ორი კონკრეტული შეკითხვა მაქვს: თქვენ არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოგიდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ მოტივირებული შენიშვნები უნდა წარმოგედგინათ – არც ერთ მუხლსა და პუნქტთან არ არის შენიშვნა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? თუ არა, რატომ არ წარმოადგინეთ რომელიმე მუხლთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა, იქნებ განმარტოთ.
მეორე შეკითხვა: მანჯგალაძემ ახსენა, როდესაც პრეზიდენტი იყო ჩვენთან, ანუ უმრავლესობასთან, ის იყო რეზიდენტი და ს აგენტი და ახლა, როდესაც მათთან არის, აღარ არის რუსეთის აგენტი და რეზიდენტი. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და თუ არ ეთანხმებით, რატომ და რა პოზიციას იზიარებთ?”- განაცხადა ბერაიამ იურიდიულ კომიტეტზე.
Next: დაგვეხმარეთ, „ოცნების“ შეშინებულ წევრებს, რომ ამ სიტუაციიდან ამოვიდეთ – გადაარჩინეთ საქართველო! – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

ასევე დაგაინტერესებთ

25 წლის ასაკში დამიჭირეს „ნაცებმა“ კანონის აღსრულების გამო და 45 წლის ასაკში თქვენ მეუბნებით, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების გამო, აშშ-ში რომ კანონი მოქმედებს ისეთის გაცილებით ლოიალური ვერსიის მიღების და გამოტანის გამო თურმე დამასანქცირეს. იმედია 65 წლის რომ ვიქნები წაკითხვის გამო თოფს არ მესვრის ვინმე

არაერთხელ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის სამართლებრივი ხედვები, მაგრამ ახლა, როცა ეს ორგანო მიკერძოების მაღალი ხარისხით, ჩვენგან ანტი ზნეობრივი პრაქტიკის გაზიარებას ითხოვს, პასუხი იქნება არა!

ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით