ბანკების სასესხო პორტფელი 54.51 მლრდ ლარამდე გაიზარდა

ბანკების სასესხო პორტფელი 54.51 მლრდ ლარამდე გაიზარდა
კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით 730.66 მლნ ლარით (1.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.66%-ით გაიზარდა) და აპრილის ბოლოს 54.51 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 435.78 მლნ ლარით (1.47%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 294.88 მლნ ლარით (1.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.89%-ით).
„საქსტატის“ ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის აპრილის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 15.47 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.71%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.37%-ით მეტი).
2024 წლის აპრილის განმავლობაში 1.72%-ით, ანუ 481.62 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და აპრილის ბოლოსათვის 28.41 მლრდ ლარი შეადგინა.
2024 წლის აპრილის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.25 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.06 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.10 პროცენტული პუნქტით).