„ნაციონალური მოძრაობა“ – საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე ისაუბრა

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა და ხაზი საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობას გაუსვა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დისკუსია შედგა ე.წ. აგენტების შესახებ კანონზეც, რაზეც ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა უკიდურესი შეშფოთება გამოხატეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
„შეგახსენებთ, 25-27 მაისს, ბულგარეთში, სოფიაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმართება. სესიის განმავლობაში, ნატოს 32 წევრი ქვეყნის 281 პარლამენტის წევრი, 25 პარტნიორი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციებთან ერთად, ევროატლანტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, უკრაინის მხარდაჭერაზე და ივლისის ნატოს ვაშინგტონის სამიტის პრიორიტეტებზე ისაუბრებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ