ნათია თურნავა: სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები…

სანქციებთან დაკავშირებით რაც კი რამ გაჟღერდა, ეს არის შესაძლო სამოგზაურო შეზღუდვები, რასაც საფინანსო სისტემასთან არაფერი კავშირი არა აქვს – რომც მოხდეს გარკვეული ტიპის ინდივიდუალური ფინანსური სანქციები, ეს ინდივიდუალური „ქეისი“ იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ პოლიტიკოსებს მიმართა, „ნუ ეცდებიან გარკვეულ სპეკულაციას და სანქციების თემას ლარის კურსთან, საფინანსო ბაზართან ნუ გადააბამენ, თითქოს ეს საფინანსო ბაზარს დაარტყამს“.

„სანქციებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩარჩო, რომელიც დღეს ჩვენს საფინანსო სისტემას, ჩვენ ბანკებს გააჩნია და რომელიც ეროვნული ბანკის და კანონმდებლობით დაწესებული რეგულაციებისგან შედგება, ამ რეგიონში არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მკაცრი და გამჭვირვალეა. ბანკები არიან სრულად ინსტრუქტუირებული რა, როდის და როგორ უნდა გააკეთონ.

ამასთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი რეგულაციების მუდმივ დახვეწას. ის სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ ჩვენს ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

სანქციების აღსრულების ჩარჩო ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში რომ იყოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სანქციების აღსრულებაში არაფერი შეფეხება არ შეიქმნას, არ გახდეს სასამართლო გადახედვის საგანი და ასე შემდეგ. არაფერი ამ კუთხით ჩვენ საფინანსო სისტემას არ ემუქრება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2023 წლის წლიურ ანგარიშს წარადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ