გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე

69 წლის ასაკში გარდაიცვალა კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას ადასტურებს რუსთაველის ეროვნული თეატრი.
ტრისტან სარალიძე 1980 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი. სცენაზე შესრულებული აქვს როლები: ჯამბაზი (“როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”), ჭეიშვილი (“საბრალდებო დასკვნა”), პოლიციელი (“სეჩუანელი კეთილი ადამიანი”), მკვლელი (“მაკბეტი”), გელა (“მერე რა რომ სველია სველი იასამანი”), ქავთარ (“ლამარა”), შაქრო (“კაცია ადამიანი”), ჯარისკაცი (“მეთორმეტე ღამე”), მეათე მსაჯული (“თორმეტი განრისხებული მამაკაცი”).
შესრულებული აქვს ათობით კინოროლი, განსაკუთრებული პოპულარობა მსახიობს მოუტანა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმში “სიყვარულის ყველას უნდა” შესრულებულმა მეორეხარისხოვანმა როლმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს, კვლევისა და განვითარების კომპანიის სტატუსი და ისინი საგანგებო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

პრემიერი – ოპოზიციას უყვარს ხოლმე საუბარი – სად არის 2012 წელს დაპირებული 100 საწარმოო, ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებით, 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 700 ახალი საწარმო, ხოლო 800 გაფართოვდა და გადაიარაღდა

ირაკლი კობახიძე – მხოლოდ პოლიტიკა, თავისუფლება, მშვიდობა არ არის საკმარისი, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ჩვენ გვყავს ძლიერი გუნდი – ინტელექტით რომ აიღოთ, მარტო ჩვენი ეკონომიკური გუნდი მთელ ოპოზიციას ერთად გადააჭარბებს

ირაკლი კობახიძე – შავი ზღვის გადამცემი კაბელი მოგვცემს საშუალებას, ინტერნეტი კიდევ უფრო სწრაფად დაუკავშირდეს ევროპულ ინფრასტრუქტურას და ასევე მოგვცემს ელექტროენერგიის ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობას