სომხეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, ქალაქ ალავერდში დატბორილია სახლები. ალავერდის თემის სოფელ კარკოპის მონაკვეთში მდინარე დებედაზე ხიდი ჩამოინგრა. სოფელი დაიტბორა.
ადიდებულმა მდინარე დებედამ სოფელ ახტალის მიდამოში ხიდს გადაუარა, რკინიგზაზე არის ღვარცოფული ადგილები.
ტავუშის რეგიონში ორი ხიდი ჩამოინგრა, დაინგრა სამი საცხოვრებელი სახლი, დაიტბორა 45 სახლი და ორი სასტუმრო.
სომხეთის სხვადასხვა დასახლებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
სომხეთის შსს-ს სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩავიდა.