მსვლელობა ლოზუნგით, “მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა”, დასრულდა

ვაკის პარკში საპროტესტო აქცია, ლოზუნგით “მარად და ყველგან საქართველო მე ვარ შენთანა”, დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და ხელისუფლებას მოუწოდეს, უკან გაიწვიოს.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით ვაკის პარკთან გადაინაცვლეს.
აქციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციაზე გაჟღერდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
აქციაზე განაცხადეს, რომ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.ს

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა