„მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა” – ამ ლოზუნგით ფილარმონიასთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები შემდეგ ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკში გადაინაცვლებენ.
საპროტესტო აქციასა და მარშში მონაწილეობას სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციები, გაფიცული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იღებენ.
