რუსეთმა UniCredit-ის, Deutsche Bank-ისა და Commerzbank-ის აქტივები დააყადაღა

სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის საარბიტრაჟო სასამართლომ 3 ევროპული ბანკის დაახლოებით 800 მილიონი ევროს ოდენობით ქონება, ანგარიშები და ფასიანი ქაღალდები დააყადაღა.
საუბარია გერმანული Deutsche Bank-ის (238,61 მლნ ევრო), Commerzbank-ის (94 მლნ ევრო), ასევე იტალიური UniCredit-ის (462,67 მლნ ევრო) აქტივებზე.
აქტივების ჩამორთმევის შესახებ სარჩელი შეიტანა გაზპრომის შვილობილი კომპანია Русхимяльянс-მა, რომელმაც 2021 წელს გერმანულ კომპანია Linde დააპროექტა და ააშენა გაზის გადამამუშავებელი ქარხანა ლენინგრადის რეგიონში, უსტ-ლუგაში.
ხელშეკრულებაში გარანტორები იყვნენ: Deutsche Bank, Commerzbank, UniCredit და 2 სხვა ბანკი.
კომპანიამ ავანსი გადაიხადა, მაგრამ 2022 წელს Linde-მ და გარანტორმა ბანკებმა უარი თქვეს ვალდებულებების შესრულებაზე ს წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების გამო.
2022 წლის დეკემბერში არბიტრაჟმა სანქტ-პეტერბურგში დააკავა Linde-ს 35 მილიარდ რუბლის აქტივები რუსეთში. Financial Times-ის წყაროების ცნობით, იტალიის მთავრობა 20 აპრილს იკრიბება, რათა განიხილოს რუსეთში UniCredit-ის აქტივების კონფისკაციის საკითხი.