ალექსანდრე ლუკაშენკო – დარწმუნებული ვარ, საზოგადოების სიმწიფე, სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს არსებულ წინააღმდეგობებს

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ქართველ ხალხს, ბელარუსი ხალხის სახელით და პირადად, დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ბელარუსი და ქართველი ხალხების იდენტური ღირებულებები, რომელიც ისტორიულ ქრისტიანულ ტრადიციებს, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულს და ჩვენს მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილს, ეფუძნება უხსოვარი დროიდან გვაერთიანებს“, – ნათქვამია მილოცვაში.
ლუკაშენკოს თქმით, დარწმუნებულია, რომ ასეთი სულიერი სიახლოვე, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენას ყველა სფეროში.
“დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე და ქართველი ხალხის ურყევი ნება და რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი წარმატებით გადალახავს ყველა, არსებულ წინააღმდეგობებს”, – აღნიშნულია ლუკაშენკოს მილოცვაში.
ბელარუსის პრეზიდენტი ქართველ ხალხს სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად მშვიდობას, გამძლეობას და გამბედაობას

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ