სალომე სამადაშვილი – ირაკლი კობახიძემ ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო ისევ ომში დაადანაშაულა – აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი სამარცხვინოს უწოდებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მ ჯარის წინაშე სახელმწიფო ომში კვლავ დაადანაშაულა.
„მსგავსი სამარცხვინო სიტყვა, როგორიც ს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, მ თქვა დღეს, არ მახსენდება. ქართული ჯარის წინაშე საკუთარი სახელმწიფო დაადანაშაულა ისევ ომში. აუცილებლად უნდა გასამართლდეს სახელმწიფო ღალატისთვის რუსული რეჟიმი. საერთაშორისო სანქციების დაწესება სწორია, მაგრამ დამოუკიდებელმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა გამოუტანოს ამ მოღალატე რეჟიმს საბოლოო განაჩენი. ეს უკანასკნელი 26 მაისია, რომელსაც საკუთარი მთავრობისგან თავზე ლაფის დასხმით ხვდება ჩვენი ერი“, – წერს სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

ასევე დაგაინტერესებთ