პესკოვი: ნატოს გაფართოება რუსეთის კონტრზომებს გამოიწვევს

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ნატოს მხარდაჭერისა და აღსრულების ერთობლივი სარდლობის (JSEC) ხელმძღვანელის, ალექსანდრე სოლფრანკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ალიანსი რუსეთს ყოველთვის განიხილავდა „წარმოსახვით მტრად“ და დასძინა, რომ ნატოს გაფართოება ს კონტრზომებს გამოიწვევს. ამის შესახებ TASS წერს.
ცნობისთვის, ალექსანდრე სოლფრანკმა თქვა, რომ სურს იხილოს პოლიტიკური შენგენის ზონა – ე.წ. „სამხედრო შენგენი“ – ევროპაში სამხედრო ტვირთების თავისუფალი გადასასვლელი ზონა.
იმის შესახებ, განიხილავს თუ არა კრემლი ასეთ განცხადებებს, როგორც რუსეთსა და ევროპას შორის შეიარაღებული კონფლიქტის რისკს, თუ ალიანსის შემდგომ დაპირისპირებას რუსეთთან, პესკოვმა უპასუხა: „ეს უკანასკნელი უფრო ახლოსაა“.
„ევროპას არ სურს ჩვენი შეშფოთების გათვალისწინება და ევროპა გვერდს უვლის განუყოფელი უსაფრთხოების უცვლელ პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი საუბრობენ თავიანთ უსაფრთხოებაზე ჩვენს საზიანოდ…
ნატო მუდმივად ატარებს ინფრასტრუქტურას ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ არ მივდივართ ნატოს ინფრასტრუქტურისკენ. ეს არის ნატო, რომელიც მოდის ჩვენკენ. ამან არ შეიძლება ჩვენი შეშფოთება არ გამოიწვიოს და არ შეიძლება არ გამოიწვიოს კონტრზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად…
ალიანსი ყოველთვის განიხილავს ჩვენს ქვეყანას, როგორც „წარმოსახვით მტერს. ახლა ის ჩვენს ქვეყანას განიხილავს აშკარა მტრად. ეს სხვა არაფერია, თუ არა დაძაბულობის გაღვივება ევროპაში, რომელსაც აქვს თავისი შედეგები”, – განაცხადა პესკოვმა.