„BMW, Jaguar და Volkswagen-ი აკრძალულ ჩინურ ავტონაწილებს იყენებდნენ“ – BBC

BMW, Jaguar და Volkswagen ავტონაწილებს ისეთი მომწოდებლებისგან ყიდულობდნენ, რომლებიც ჩინურ ბაზარზე იძულებით შრომაში იყვნენ ეჭვმიტანილები – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ირკვევა, -ში შემოტანილი 8000 ერთეული Mini Cooper-ი ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომლებიც აკრძალული მწარმოებლის Sichuan Jingweida Technology Group- ის მიერ იყო გამოშვებული. (BMW-მ MINI 1996 წელს შეიძინა და მას შემდეგ მისი მფლობელია).
BMW-მ განაცხადა, რომ მათ შრომით პრაქტიკასთან დაკავშირებით მკაცრი წესები აქვთ და ამ საკითხის მოსაგვარებლად უკვე მიიღეს გარკვეული ზომები.
Jaguar-მა ასევე ხაზი გაუსვა მათ ერთგულებას ადამიანის უფლებებისადმი და თქვა, რომ ისინი აკრძალული მწარმოებლისგან ავტონაწილების შეძენას თავს აარიდებენ.
VW-ს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. უაიდენმა მოუწოდა აშშ-ს საბაჟოებს, უფრო ეფექტურად აღასრულონ კანონები კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც საწარმოო მასალების შესაქმნელად ჩინეთში იძულებით შრომას იყენებენ.