საფრანგეთმა ბირთვული პოტენციალის მქონე რაკეტა გამოცადა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა პირველად გამოცადეს ბირთვული პოტენციალის მქონე ახალი რაკეტა, სახელწოდებით ASMPA-R.
ეს რაკეტა ახალია და ის ფრანგული Dassault Aviation-ის მიერ წარმოებული რეაქტიული თვითმფრინავისთვის, Rafale-ისთვისაა განკუთვნილი. ამის შესახებ ინფორმაციას barrons-ი ავრცელებს.