GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, თბილისის ქუჩების ნაწილს, წყალი შეწყვეტილი აქვს.
gwp წყალმომარაგების აღდგენის დროს ასახელებს.
„24 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, გლდანის რაიონში, ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურში, წყალმომარაგების ქსელზე სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 24 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში:
გლდანის 5,6,7,8 მ/რ სოფ.ბერთუბანი, გიორგი წმინდა, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის ქუჩებს. თიანეთის გზატ. გლდანის საპატიმროს, ჰაიდერბერგცემენტს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე ნახეთ:
რა ეღირება დოლარი და ევრო
ფულის ჰოროსკოპი 2024 წლისთვის

ასევე დაგაინტერესებთ