ლარის გამყარების მიუხედავად ბანკებში დოლარის ღირებულება 2.83 ლარს აჭარბებს

დღეს ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7246 ლარი გახდა. ევროსთან კი ლარი 0.38 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9540 ლარი გახდა.

თუმცა, ამ გამყარების მიუხედავად, ლარის მიმდინარე კურსი კურსი გაუფასურდა, რაც განსაკუთრებით სამუშაო დღის ბოლოს აღინიშნა. არსებული მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ყიდვა 2.84 ლარად, გაყიდვა კი 2.72 ლარად არის შესაძლებელი. ერთი ევროს ყიდვა 3.10 ლარად, გაყიდვა კი 2.93 ლარად არის შესაძლებელი.

ვრცლად bm.ge