ლევან ალაფიშვილი: სანქციები უკვე მოქმედებს – საიმიგრაციო კანონმდებლობა, რომელსაც ბლინკენი დაეყრდნო აბსოლუტურად სხვა კანონია

აშშ-მ საქართველოში “დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა” გამოაცხადა. როგორც -ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებაშია ნათქვამი, ეს გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე, ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

იურისტი ლევან ალაფიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, რომ ენტონი ბლინკენის მიერ გამოცხადებული სანქციები უკვე ამოქმედებულია, რადგან ის დაეყრდნო არა წინასწარ დაანონსებულ აქტს, რომლის განხილვაც ახლა მიმდინარეობს, არამედ, ქვეყნის საიმიგრაციო კანონს. აღნიშნული კი, გამოცხადებისთანავე მოქმედებს.

„ბლინკენმა ეს სანქციები სხვა კანონის საფუძველზე გამოაცხადა და ის განსხვავდება იმ სპეციალური კანონისგან, რომლის განხილვაც ახლაა დაწყებული. ამ კონტექსტში ამბობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომ ჯერ არ ამოქმედებულაო. არა, ბლინკენმა რაც გამოაცხადა, უკვე ამოქმედებულია. უფრო უარესი იქნება, ჩემდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩემ სამშობლოზეა საუბარი, ის რაც საქართველოსთან მიმართებით განიხილება კანონის სახით და შესაბამისად, უფრო ფართო იქნება. უსაფრთხოების სამსახურს, პოლიციას, პრაქტიკულად მთელ საჯარო სექტორს მოიცავს ის სანქციები, რომელიც კონგრესში და სენატში განხილვის საგნად იქცევა. ასე რომ, ეს არის იმიგრაციის კანონი, რომელიც სახელმწიფო მდივანს აძლევს ამის საშუალებას და ასეც მოიქცა, უკვე ამოქმედდა.