დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო

დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ს მიერ ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირების დაანონსებას ეხმიანება. ჩიბურდანიძე განმარტავს, რომ -ის სახელმწიფო მდივნის მიერ, ჰააგის სასამართლოს მოსამართლეების სანქცირება დემოკრატიაზე შტურმია.
„დღევანდელი პოლიტიკის შემყურე, არა მარტო ქართველები ამბობენ- თურმე რამხელა თამაში ყოფილა, როგორი ბინძური, სად არის დემოკრატია? დაასამარა ამერიკამ დემოკრატია – ჰააგის სასამართლოს სანქციებს დავადებო. ჰააგის სასამართლო, რომელსაც უწერია, რომ ეს არის გაეროს მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო. შეიძლება სასამართლო დაასანქციროს? თან მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანო? სანქცირებაში, რაც დღეს დაგვიანონსა -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, წერია, რომ გვიწუნებენ დემოკრატიას.
თურმე, საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიიდან. ეს ქვეყანა [აშშ], იგივე , აცხადებს, რომ თურმე ჰააგის სასამართლოს დაასანქცირებს. ამაზე დიდი შტურმი დემოკრატიაზე ვინმეს უნახავს მთელს მსოფლიოში? რაც სიტყვა დემოკრატია არსებობს, არ ყოფილა ამაზე დიდი პიკი, ჰააგის სასამართლოზე გაბედა პიროვნებამ და ამერიკის დღევანდელმა ხელმძღვანელობამ, უნდა დავასანქციროთ, თუკი რამეს გადაწყვეტსო. აღარ არის უკვე ლაპარაკი საქართველოზე. სრული აბსურდია მსოფლიოში. მახსენდება არისტოტელეს სიტყვები „ადამიანები სათამაშოები არიან პოლიტიკოსების ხელში“. სწორედ დღევანდელი დღე მახსენდება ამ პოლიტიკოსების თამაშით. როგორ ათამაშებენ ადამიანებს, როგორც თოჯინებს.“-აღნიშნა ჩიბურდანიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი იქცა რეგიონული და გლობალური თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტად, სადაც იდეები რეალურ პროექტებად გარდაიქმნება, ის ყოველთვის იყო და იქნება რეგიონული დიალოგის უმნიშვნელოვანესი პლატფორმა

დარწმუნებული ვარ, თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეხუთედ მასპინძლობს მსოფლიოს 2000-მდე პოლიტიკურ და ბიზნეს ლიდერს 60-ზე მეტი ქვეყნიდან, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის, როგორც რეგიონის მთავარი ეკონომიკური პლატფორმის სტატუსს – ირაკლი კობახიძე

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა – გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან