როიტერსი: პუტინს უკრაინაში ომის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზებში სურს

რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, შეაჩეროს ში ომი თუ ამჟამინდელი ფრონტის ხაზებზე შეთანხმება მოხდება. ინფორმაცია ამის შესახებ „როიტერსს“ ს ხელისუფლებიდან ოთხმა კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.
გამოცემა წერს, რომ მათი წყაროების თქმით, პუტინი ასევე მზადაა გააგრძელოს ბრძოლა, თუ და დასავლეთი მის შეთავაზებას არ დასთანხმდება.
„როიტერსი“ სამი წყარო ეუბნება გამოცემას, რომ პუტინმა მისი ფრუსტრაცია მრჩეველთა მცირე ჯგუფს გაუზიარა:
„პუტინს შეუძლია იბრძოლოს რამდენი ხანიც იქნება საჭირო, მაგრამ ის ასევე მზადაა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის გაყინვისთვის“ — უთხრა მეოთხე წყარომ გამოცემას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია და აქვს ინფორმაცია მაღალი დონის შეხვედრებზე კრემლში.
„როიტერსმა“ საკითხზე კომენტირებისთვის პუტინის პრესსპიკერს დიმიტრი პესკოვსაც მიმართა. საპასუხოდ გამოცემას განუცხადეს, რომ რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მოსკოვი მზადაა დიალოგისთვის მისი მიზნების მისაღწევად და აღნიშნავს, რომ რუსეთს „უსასრულო ომი“ არ სურს.
უკრაინის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა გამოცემის ცნობით კითხვებს არ უპასუხეს.
გამოცემა წერს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი სახმელეთო ომი ორივე მხარეს ათობით ათასი მოქალაქის სიცოცხლე დაუჯდა და რუსეთის ეკონომიკის დასავლეთის მიერ სანქცირება გამოიწვია.
წყაროები გამოცემას ეუბნებიან, რომ პუტინი ხვდება, დრამატული წინსვლისთვის ქვეყნის მასშტაბით ახალი მობილიზაციის გამოცხადება მოუწევს, რისი გაკეთებაც არ სურს, რადგან მისი რეიტინგი 2022 წლის სექტემბერში პირველი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საგრძნობლად დაეცა, ასობით ათასმა რუსეთის მოქალაქემ კი ომში გაწვევის შიშით ქვეყანა დატოვა.
„როიტერსის“ თქმით, პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთს ხელახალი მობილიზაციის საჭიროება არ უდგას და სანაცვლოდ მოხალისეების რეკრუტირებას ეწევა შეიარაღებულ ძალებში.
გამოცემა აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტს ს არაერთხელ უთქვამს, რომ „პუტინის წესებით მშვიდობა“ კიევისთვის მიუღებელია. ზელენსკი დებს პირობას რომ დაკარგულ ტერიტორიებს უკრაინა დაიბრუნებს მათ შორის 2014 წელს ანექსირებულ ს ნახევარკუნძულსაც. 2022 წელს ურაკინამ ფორმალურად დაადეკლარირა, რომ პუტინთან ყველანაირი მოლაპარაკება შეუძლებელია.