ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ “აშშ-ში “სელფებს” ვეღარ გადაიღებს” – ყაზბეგში გადავიღებ!

ყაზბეგში გადავიღებ [“სელფებს”], – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა -ის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის რეპლიკას, რომ “ამერიკაში “სელფებს” ვეღარ გადაიღებს”.
ღუდუშაურმა -ის მიერ “საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე” სავიზო შეზღუდვების პოლიტიკის შემოღების თაობაზე მედიასთან საუბარი არ ისურვა.
მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა და რეპლიკებზე, რომ “ამერიკაში ვეღარ წავა და ის და მისი ოჯახის წევრები დასანქცირდებიან”, მხოლოდ მოკლე პასუხებით შემოიფარგლა: “ძალიან კარგი, ძალიან კარგი”.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა