გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლების აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს 10:00-დან 10:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ცხვარიჭამია და მიმდებარე სოფელბში;
27 მაისს 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ფრეზეთი, წილკანი, ახალდაბა, სელექცია და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, საყდრიონი, თოლენჯი, ტოლაანთსოფელი, ალოტი, ბალებისხევი და მიმდებარე სოფლებში;
17:50-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ცხვარიჭამია, ბურიანი, ზაქარო, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.