სერგეი ლავროვი – ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება რუსეთში სხვადასხვა ობიექტის წინააღმდეგ – ეს ვაშინგტონის სინდისზეა

ამერიკული იარაღი უკვე გამოიყენება ს ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა ობიექტის ში კონფლიქტის ზონის გარეთ, ეს ვაშინგტონის სინდისზეა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ამერიკულ იარაღს უკვე იყენებენ კონფლიქტის ზონის მიღმა სხვადასხვა ობიექტზე, ამიტომაც, ის, რომ ამერიკელები ცდილობენ გააკეთონ დამამშვიდებელი განცხადებები თავიანთი საზოგადოებრივი აზრისთვის ან ნატო-ს წევრებისთვის ან აჩვენონ, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ჩემი აზრით, ხრიკია“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.
მისი მტკიცებით, ამერიკული და სხვა დასავლური იარაღების გამოყენებით თავდასხმები ხორციელდება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე, პირველ რიგში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ კვარტლებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს