„ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი“ – ბასი

სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა.
„დღეს, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში. როგორც -ის ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ, შეერთებული შტატები, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას აირჩიოს საკუთარი მომავალი,“ – წერს ბასი.