2015 წლის შემდგომ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, როდესაც სრულწლოვანი გახდება, არცერთი თამბაქოს პროდუქტი არ მიეყიდება – გიორგი ბახტურიძე

როგორ ხორციელდება საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა და რა იგეგმება სამომავლოდ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ისაუბრა.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიაა – თამბაქოს დასრულების პოლიტიკა. ევროპას აქვს პოლიტიკა, რომ 2040 წლისთვის თამბაქოს მოხმარება იქნება 5%-ზე ნაკლები. საქართველომაც დეკლარირებს სახით განაცხადა, თუმცა კონცეპტუალური ჩარჩო დოკუმენტი ჯერჯერობით არაა დასრულებული, მასში უნდა შევიდეს ის ღონისძიებები, რომელიც თამბაქოს დასრულების პოლიტიკისთვის უნდა გატარდეს, ერთ-ერთი არის რომ 2015 წლის შემდგომ დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, როდესაც სრულწლოვანი გახდება, ანუ 2033 წელს, არცერთი თამბაქოს პროდუქტი არ მიეყიდება. ევროპას აქვს 2009-10 წელს დაბადებულებზე გათვლილი,“- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
მისი თქმით, გასატარებელ ღონისძიებებს შორისაა ისიც, რომ თამბაქო არ იყოს ყველგან ხელმისაწვდომი და ამისთვის არსებობდეს სპეციალური მაღაზიები.