ფიცოსთან დაკავშირებული ფაქტის გაჟღერება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია. რბილად რომ ვთქვათ, ასე მეგობრებს ნამდვილად არ ესაუბრებიან

პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, რადგან ტოვებს ინტერპრეტაციის ძალიან დიდ სივრცეს და შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ჩაუყაროს საფუძველი, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას.
გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ სა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის საუბარში ევროკომისრის მიერ ს პრემიერზე თავდასხმის ფაქტის გაჟღერება ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელია.
„პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუბარი ჰქონდა ერთ-ერთ ევროკომისართან და იქ გაიჟღერა ფიცოსთან დაკავშირებულმა გზავნილმა. ეს რა თქმა უნდა არის ძალიან შემაშფოთებელი, გაუგებარი და მიუღებელი. რბილად რომ ვთქვათ, ასე მეგობრებს ნამდვილად არ ესაუბრებიან. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ის ტრაგიკული მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სლოვაკეთში. ფაქტობრივად ადამიანის მიმართ განხორციელდა მკვლელობის მცდელობა. როგორი მცდელობაც არ უნდა იყოს იმის, რომ მსგავსი ტიპის განცხადების გამართლება ვეძებოთ, მე პირადად ძალიან გამიჭირდება რაიმე სახის არგუმენტის პოვნა რომ ასეთი ტიპის საუბარში მოყვანილი იყოს მსგავსი ტიპის განცხადება, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს ისეთ მაგალითზე, სადაც საუბარი იყო მკვლელობის მცდელობაზე გარკვეული პოლიტიკური ნიშნით. არ აქვს მნიშვნელობა, რა ნიშნითაც არ უნდა იყოს“, – აღნიშნა მინისტრმა.
წამყვანმა ჰკითხა, ნიშნავს თუ არა მუქარას ვარჰეის განცხადება, რაზეც ბრეგაძემ განმარტა, რომ ევროკომისრის განცხადება ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
„მე არ მითქვამს, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მუქარას, მაგრამ პირდაპირ ვთქვი და განვმეორდები, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის განცხადება, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკურმა დაძაბულობამ შესაძლებელია მსგავსი ესკალაცია გამოიწვიოს, ძალიან ფართო ინტერპრეტაციას იძლევა. შესაბამისად, პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებში მსგავსი ტიპის განცხადება არის მიუღებელი, რადგან ტოვებს ინტერპრეტაციის ძალიან დიდ სივრცეს და შესაძლებელია, კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ჩაუყაროს საფუძველი“, – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.