“ამაზე შევჯერდით” – რაში შეთანხმდა “ოცნება” და საპარლამენტო ოპოზიცია?

ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც გაცემულია 2011 წლამდე, იქამდე გაცემული, ვიდრე ამოქმედდებოდა ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმობები.
“კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ არსებითად ამაზე შევჯერდეთ, რომ ყველა ის პირადობის მოწმობა დაკარგავს იურიდიულ ძალას, რომელიც არის 2011 წლამდე გაცემული, ანუ იქამდე გაცემული ვიდრე ამოქმედებოდა ჩიპიანი პირადობის მოწმობები. შესაბამისად, ყველა შესაბამის ადამიანს დასჭირდება პირადობის მოწმობების გამოცვლა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ექნებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობები, მათი რაოდენობა იქნება მაქსიმუმ 500-1000 კაცი“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, „ევროპელი სოციალისტების“ ინიცირებული კანონპროექტი აქტუალობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტის მიხედვით, იმ ადამიანებსაც ექნებათ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ ელექტრონული პირადობის მოწმობები. კობახიძის თქმით, ასეთი პირადობების მოწმობების რაოდენობა მინიმუმამდე დავა და მაქსიმუმ 500-1000 იქნება.
“ჩვენ მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რომელიც არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას არაელექტრონული პირადობის მოწმობების მქონე ადამიანებსაც ანიჭებს” – თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება